ზაზა ფანჩულიძე, იგივე ZAPA . მან დაკვრა დაიწყო შორეულ 2000-იან წლებში გერმანიაში, სადაც უკრავდა სტუდენტურ და კერძო ივენთებზე. 2004 წელს დაარსებულ Wadadadays ივენთებიის სერიის ერთერთი დამფუძნებელი და ამავე წლებში კლუბის მანჰეტენ და X.O. რეზიდენტი გერმანიაში ქალაქ ფრანკფურტში.2008 წელს შედგა მისი დებიუტი საქართველოში.მას შემდეგ ის აქტუალურად არის ჩართული ქართული ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაციასა და განვითარებაში. ის იყო რამდენიმე კლუბის რეზიდენტი ქუთაისში, ასევე რამოდენიმე ფესტივალის ორგანიზატორი და პრომოუტერი.მისი მუსიკალური მიმდინარეობები ბევრ ჟანრს მოიცავს, ჰაუს მუსიკიდან ტექნოს მძიმე ბითებამდე, დიფ ჰაუსის ჰარმონიითა და ტექ-ჰაუსის მხიარული და პოზიტიური ჟღერადობის გემოვნებიანი და გამორჩეული სეტებით. ის 2012 წლიდან არის კლუბ ბუდეს უცვლელი რეზიდენტი.