მისი როგორც დიჯეის, მუსიკალური აქტივობის ათვლა იწყება 2006 წელს ქუთაისში კლუბ სულიკოში. 2007-2009 წლებში ის იყო ამავე კლუბის რეზიდენტი და პრომოუტერი, რა დროსაც მან პირველად გააცნო ქუთაისს იმ დროისთვის თითქმის ყველა აქტუალური და მოქმედი ქართველი არტისტი.ელექტრონული მუსიკის მეტი პოპულარიზაციის და სტიმულისთვის ის ზაპასთან (ზაზა ფანჩულიძე) ერთად ორგანიზებას უწევდა არა ერთ დახურულ და ღია ფესტივალს და ივენთს ქუთაისში. ამავე მიზნით 2009 წელს რადიო ძველ ქალაქზე მათ დააარსეს რადიო შოუ “დინამიკა” სადაც ისინი საუბრობდნენ ელექტრონული მუსიკის ისტორიაზე, მათ ჟანრებზე და სტილებზე, მსმენელს აწვდიდნენ როგორც თავიანთ ლაივ სეტებს, ასევე სხვა ქართველი არტისტების ექსკლუზიურ დიჯეი სეტებს. 2013 წლიდან ის არის კლუბ ბუდეს უცვლელი რეზიდენტი. ლევანის სეტები გამოირჩევა გემოვნებიანი, მხიარული და მელოდიური ტექ-ჰაუს სელექციით.